Thursday, June 10, 2010

რისგან ხდება მიწისძვრა?




  • დედამიწის წარმოშობა
  • მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები
  • მიწისძვრის სახეები
  • მიწისძვრა საქართველოში


დედამიწა დაახლოებით 4600 მლნ წლის წინ წარმოიქმნა.თავდაპირველად იგი მდუღარე კლდეებისა და მომწამლავი გაზების გავარვარებული ნარევი იყო,შემდეგ თანდათან გაცივდა და წარმოქმნილმა თხელმა ქერქმა გავარვარებული ბირთვი გადაფარა.მეცნიერები ფიქრობენ,რომ ოდესღაც ყველა კონტინენტი გაერთიანებული იყო ერთ დიდ კონტინენტად,სახელად- პანგეა.დაახლოებით 190 მლნ წლის წინ დედამიწის ქერქში ძვრებმა ის დაშალა,ხოლო ახლად წარმოქმნილი ნაწილები ჯერაც შორდებიან ერთმანეთს.ასეთი ძვრები დროგამოშვებით მეორდება და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის.

          წარმოსადგენია ის შეძრწუნება,რომელიც უნდა განიცადოს ადამიანმა მიწისძვრის დროს.ამბობენ,რომ ბუნებაში არ არის იმაზე მრისხანე და საშიში მოვლენა,როცა ადამიანის ფეხქვეშ მიწა ქანაობს.

           და მაინც რისგან ხდება მიწისძვრა?

            პირველყოფილ ადამიანებს წარმოდგენილი ჰქონდათ,რომ ჩვენი დედამიწა ეყრდნობოდა უზარმაზარ ვეშაპებს ან კუებს,ხოლო მათი მოძრაობა იწვევდა მიწის რყევას.

            ძველი საბერძნეთისა და რომის მეცნიერებს და ფილოსოფოსებს მიაჩნდათ,რომ მიწიძვრას მიწისქვეშა ღრუებში მომხდარი ზვავები ან მიწისქვეშა ცეცხლი იწვევდა.მათი აზრი ნაწილობრივ სიმართლეს შეიცავდა.

          

      მიწისძვრა შეიძლება მსუბუქი ან ძალიან ძლიერი იყოს.ძლიერი მიწისძვრა,ჩვეულებრივ,მაშინ ხდება.როცა ორი ბაქანი ერთმანეთს გაეხახუნება.მიწისძვრა ხშირია იაპონიასა და კალიფორნიაში,რადგან ორივე ბაქანის კიდეებია.

             მიწისძვრა ვულკანური,ჩაქცევითი ან ტექტონურია.ვულკანური მიწისძვრები ხდება იქ ,სადაც ვულკანია.ამ დროს გავარვარებული მაგმა ამოხეთქავს დედამიწის ზედაპირზე.ზოგჯერ მიწისძვრა ვულკანის ამოხეთქვასთან ერთად ხდება.მისგან გამოწვეული რყევა იგრძნობა 30-50 კმ-ის მანძილზე.1883 წელს ასეთი მიწისძვრა მოხდა იტალიის ნაპირებთან ქალაქ კაზამიჩიოლში.ჩარღვევითი მიწისძვრა ხდება იქ,სადაც მიწისქვეშა წყალი ხშირად გადარეცხს ადვილადხსნად ქანებს.ამის შემდეგ წარმოიქმნება მიწისქვეშ სიცარიელე,ანუ გამოქვაბულები.1933 წელს ამგვარი მიწისძვრა მოხდა ქალაქ შენკურსკის რაიონში.ჩარღვევითი მიწისძვრა მცირე ძალისაა და იგრძნობა ახლო მიდამოებში.ტექტონური მიწისძვრა ხდება დედამიწის სიღრმეულ ფენებგადაჯგუფებით.იგი დიდ მანძილზე ვრცელდება.1927 წლის სექტემბერში ტექტონური მიწისძვრა მოხდა ყირიმში.

                      
  მიწისვრის გეოგრაფიული გავრცელების რუკაზე კავკასია აღნიშნულია,როგორც ხშირი მიწისვრის ადგილი.საქართველოს მატიანეში შენახულია ცნობები წარსულში მომხდარი მიწისვრების შესახებ.

           ”ქართლის ცხოვრება ” მოგვითხრობს,რომ VII საუკუნეში,არაბთა შემოსევის დროს იყო დიდი მიწისძვრა,დაინგრა ქალაქები და დიდძალი ხალხი იმსხვერპლა.

             1088-1089 წლებში ძლიერმა მიწისძვრამ დახეთქა მთები და დაანაპრალა დედამიწა.

              1283 წელს მიწისძვრა კვლავ ეწვია საქართველოს.როგორც მატიანე გადმოგვცემს დაინგრა მრავალი ეკლესია-მონასტერი.მრავალ ადგილას ამოხეთქა ნავთმა.დაინგრა აწყურის ტაძარი,მცხეთის ტაძარი(შემდეგში მეფე გიორგი XIII-მ იგი კვლავ განაახლა).

              1742 წელს მატიანე აღნიშნავს ძლიერ მიწისძვრას,რომელიც გაგრძელდა 40 დღე. დღითა და ღამით მიწა ირყეოდა.დაინგრა წმ.გიორგის ტაძარი.მატიანე დასძენს,რომ ეს მოხდა სწორედ შაჰ-აბაზის დაბადების დღეს.

               ძლიერი მიწისვრა იყო 1811,1819ნ წელს.განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრა აღნიშნული იყო გორისა და ახალქალაქის მიდამოებში-1899 წლის 19 დეკემბერს.
             1920 წლის 9 ბალიანმა მიწისძვრამ გაგანადგურა გორში შენობები,ყველაზე საფუძვლიანი შენობა ნავთსადენის სახლიც კი.ამ მიწისძვრამ დიდ მანძილზე ჰპოვა გამოხმაურება.მისი გავრცელების არეალი ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევდა.
            საუბედუროდ ამ მიწისძვრის დროს თბილისის ობსერვატორიის სეისმოგრაფები არ მუშაობდა და მიწისძვრის ზუსტი ჩაწერა  ვერ მოხერხდა .
        დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 1991 წლის აპრილში. სეისმურად აქტიურ ზონას საჩხერე წარმოადგენდა.მიწისძვრის სიძლიერე 7 ბალს აღემატებოდა  და რამდენიმე დღე გრძელდებოდა  ბიძგები.მთლიანად   მიწამ შთანთქა სოფელი ხახიეთი, დაინგრა და განადგურდა საცხოვრებელი შენობები.ძლიერი რყევები იგრძნობოდა ასევე რაჭაში .
      2007- 2009 წლებში განმეორდა ასეთი მიწისძვრები,ოღონდ სეისმურად აქტიური ზონა იყო რაჭა(ონის რაიონი).
     მიწისძვრა XXI-ე საუკუნესშიც ამოუცნობ ბუნებრივ  კატაკლიზმად  რჩება.დამანგრეველი ბიძგები ჰაიტზე,ჩილესა და თურქეთში ამ ბუნებრივ მოვლენასთან მეცნიერების უსუსურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
      კავკასიის მიწისძვრიანი რაიონების რუკაზე შემახედის გარდა,ყველაზე სეისმური რაიონი ცენტრალური  საქართველოს სამხრეთ  ნაწილია(თრიალეთის მთების  ფარგლებში).სეისმურობის მხრივ ქართლი ეკუთვნის დედამიწის ქერქის  პირველი კატეგორიის მიწისძვრის ადგილთა რიცხვს,მაგრამ დღესდღეობით დამანგრეველი მიწისძვრები არ გვემუქრება.საზოგადოებაში არ უნდა გამოიწვიოს პანიკა დედამიწის ღერძიდან 8 სმ-ით გადაწევამ,როგორც ამას ნასას ერთ-ერთი მეცნიერი ამბობს.მისი ნათქვამი გერმანელმა მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
        
    იმედია, ჩვენი პლანეტა კიდევ დიდხანს გაუძლებს ისეთ განსაცდელებს,როგორიც მიწისძვრა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებია და ადამიანებიც  მშვიდად  ცხოვრებას შეძლებენ.
      ეჭვს გარეშეა,ადამიანს ჯერ კიდევ არ ძალუძს მიწისძვრის მრისხანე ძალის დაძლევა,მაგრამ მაინც შეუძლია შეამციროს მისგან მიყენებული ზარალი თუ გონივრულად ააგებს შენობებეს.საჭიროა სახლები შენდებოდეს მკვიდრ გრუნტზე.












  გამოყენებული ლიტერატურა: "მიწისძვრა და ცეცხლისმფრქვეველი მთები", :მიწისძვრა,მიწისძვრ ა საქართველოში"  ვებ-გვერდები: www. wikipedia.org, www. google.ge. www.youtube.com